VALUERსაშემფასებლო კომპანიაENდაგვიკავშირდით577056022
მენიუ ☰

შეფასება და ინვენტარიზაცია

აქტივებისა და მარაგების ინვენტარიზაცია

ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღწერა, ფოტოგადაღება, მარკირება და სააღრიცხვო ჩანაწერებთან დადარება.

აქტივებისა და მარაგების ინვენტარიზაცია

რას მოიცავს მომსახურება?

აქტივების ადგილზე იდენტიფიცირებასა და დათვლას, მახასიათებლებისა და მდებარეობების აღრიცხვას. შეთანხმებული მოცულობით — ფოტოგადაღებას, დასტიკერებასა და ბარკოდით მარკირებას. სამუშაო შეიძლება მოიცავდეს ოფისებს, საწყობებსა და საწარმოო ობიექტებს.

როგორ მოვემზადოთ?

მოგვაწოდეთ არსებული აქტივების რეესტრი, ინვენტარული ნომრები, მდებარეობების სია და პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია. წინასწარ ვათანხმებთ წვდომას, სამუშაო საათებსა და აქტივების გადაადგილების აღრიცხვის წესს.

როგორ მიმდინარეობს პროცესი?

ვამოწმებთ აქტივების არსებობას, ვაგროვებთ შეთანხმებულ მონაცემებს და შედეგებს ვადარებთ წარმოდგენილ რეესტრს. ცალკე აღირიცხება გამოუვლენელი, დამატებით აღმოჩენილი ან განსხვავებული მახასიათებლებით წარმოდგენილი აქტივები. სხვაობების მიზეზებს დამკვეთთან ერთად ვაზუსტებთ.

რას მიიღებთ?

შეთანხმებული სტრუქტურის აქტივების რეესტრსა და განსხვავებების ჩამონათვალს; მოცულობის მიხედვით — ფოტოარქივსა და მარკირების მონაცემებს. შედეგის ფორმატს სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.

ინვენტარიზაცია და შეფასება

ინვენტარიზაცია ადგენს აქტივების ფაქტობრივ არსებობასა და მონაცემებს; იგი თავისთავად ღირებულების შეფასებას არ ნიშნავს. თუ ღირებულებაც გჭირდებათ, შეფასება ცალკე მოცულობითა და მეთოდოლოგიით განისაზღვრება.

ფასი და შესრულების ვადა

დამოკიდებულია აქტივის ტიპსა და რაოდენობაზე, მდებარეობაზე, შეფასების მიზანსა და თარიღზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სამუშაოს მოცულობაზე. გამოგვიგზავნეთ მოკლე აღწერა და სასურველი დასრულების ვადა — შემოგთავაზებთ სამუშაოს პირობებს.