
01
უძრავი ქონების შეფასება
ვაფასებთ ბინებს, სახლებს, მიწის ნაკვეთებს, კომერციულ, საოფისე, საწარმოო და სპეციალიზებულ უძრავ ქონებას თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
- ბინისა და სახლის შეფასება
- მიწის ნაკვეთისა და კომერციული ფართის შეფასება
- საწარმოო ობიექტებისა და სპეციალიზებული ქონების შეფასება
- საიჯარო ღირებულების, სერვიტუტისა და აღნაგობის უფლების შეფასება
რა გვჭირდება და რას მიიღებთ
საწყისი ინფორმაცია: საკადასტრო კოდი, რეესტრის ამონაწერი, გეგმები, ფართობი, მდგომარეობა და გამოყენება.
პროცესი: ვსწავლობთ ქონების დოკუმენტებსა და მახასიათებლებს, საჭიროების მიხედვით ვათვალიერებთ ობიექტს და ვიკვლევთ შესადარის შეთავაზებებსა თუ გარიგებებს.
შედეგი: დასაბუთებული შეფასების ანგარიში შეთანხმებული მიზნისა და თარიღისთვის.




