შეფასება და ინვენტარიზაცია
მოძრავი ქონების შეფასება
ავტომობილების, საგზაო და სამშენებლო ტექნიკის, მანქანა-დანადგარების, საწარმოო ხაზებისა და საოფისე აღჭურვილობის შეფასება.

რა აქტივებს მოიცავს მომსახურება?
მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, სპეციალურ ტექნიკას, სამშენებლო და საგზაო მანქანებს, საწარმოო დანადგარებსა და ხაზებს, საოფისე ტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას. შესაძლებელია როგორც ერთი აქტივის, ისე აქტივების ჯგუფის შეფასება. ცალკე შეთანხმებული დავალებით ვადგენთ აქტივის საიჯარო ღირებულებასა და დარჩენილ სასარგებლო მომსახურების ვადასაც.
რა ინფორმაცია გვჭირდება?
აქტივების სია, განთავსების ადგილი/მდებარეობა, მწარმოებელი და მოდელი, გამოშვების ან ექსპლუატაციაში შესვლის წელი, ტექნიკური მახასიათებლები და მდგომარეობა. ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გვჭირდება სერიული ან ინვენტარული ნომერი, ფოტოები, შეძენისა და მომსახურების დოკუმენტები.
როგორ განისაზღვრება ღირებულება?
ვაზუსტებთ აქტივის იდენტობას, მახასიათებლებსა და კომპლექტაციას, ვაანალიზებთ ტექნიკურ მდგომარეობას და საბაზრო ფასებს. საჭიროებისას ვიკვლევთ ახალი ან შემცვლელი აქტივის ღირებულებას, ცვეთასა და მოძველებას. მიდგომები შეირჩევა მონაცემების ხელმისაწვდომობისა და დავალების შესაბამისად.
დათვალიერება და წვდომა
წინასწარ ვათანხმებთ ობიექტზე წვდომას და აქტივების წარმოდგენის პირობებს. თუ აქტივი დაშლილია, მიუწვდომელია ან სრულად ვერ მოწმდება, შესაბამისი შეზღუდვა და დაშვებები ანგარიშში აღიწერება.
რას მიიღებთ?
შეფასების ანგარიშს შეთანხმებული აქტივებისთვის და, საჭიროებისას, პუნქტობრივ ცხრილს. ანგარიშში ჩანს შეფასების თარიღი, ღირებულების საფუძველი, გამოყენებული მონაცემები და დასკვნაზე მოქმედი შეზღუდვები.
ფასი და შესრულების ვადა
დამოკიდებულია აქტივის ტიპსა და რაოდენობაზე, მდებარეობაზე, შეფასების მიზანსა და თარიღზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სამუშაოს მოცულობაზე. გამოგვიგზავნეთ მოკლე აღწერა და სასურველი დასრულების ვადა — შემოგთავაზებთ სამუშაოს პირობებს.
