VALUERსაშემფასებლო კომპანიაENდაგვიკავშირდით577056022
მენიუ ☰

შეფასება და ინვენტარიზაცია

უძრავი ქონების შეფასება

ბინის, სახლის, მიწის ნაკვეთის, კომერციული და საწარმოო ქონების დამოუკიდებელი შეფასება თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

უძრავი ქონების შეფასება

რა ქონებას ვაფასებთ?

საცხოვრებელ ბინებსა და სახლებს, მიწის ნაკვეთებს, საოფისე და ვიტრაჟულ კომერციულ ფართებს, საწყობებს, საწარმოებსა და სპეციალიზებულ ობიექტებს. ობიექტის ტიპი, მდგომარეობა და გამოყენების შესაძლებლობა განსაზღვრავს საჭირო კვლევას. ასევე ვაფასებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებებს, მათ შორის სერვიტუტსა და აღნაგობის უფლებას.

როდის არის საჭირო შეფასება?

ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილებისთვის, ფინანსური ანგარიშგებისთვის, საგადასახადო ამოცანებისთვის, სასამართლო დავისთვის, გირავნობისთვის, დაზღვევისთვის, ბინადრობის ნებართვის განაცხადისთვის და საიჯარო ღირებულების განსაზღვრისთვის. სამუშაოს დაწყებამდე ვაზუსტებთ, ვის უნდა წარედგინოს ანგარიში და რა კითხვას უნდა უპასუხოს მან. მომსახურების მოცულობა განისაზღვრება შეთანხმებული დავალების შესაბამისად.

რა ინფორმაცია გვჭირდება?

საკადასტრო კოდი და საჯარო რეესტრის ამონაწერი, ხელმისაწვდომი გეგმები, ფართობი, მდებარეობა და ინფორმაცია მდგომარეობის, მიმდინარე გამოყენებისა და უფლებრივი შეზღუდვების შესახებ. გაქირავებული ან შემოსავლის მომტანი ქონებისთვის შეიძლება საჭირო იყოს იჯარისა და საოპერაციო მონაცემებიც.

როგორ ვმუშაობთ?

ვამოწმებთ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და ქონების მახასიათებლებს, დავალების შესაბამისად ვათვალიერებთ ობიექტს და ვიკვლევთ ბაზარს. ქონებისა და შეფასების მიზნის გათვალისწინებით ვირჩევთ საბაზრო, შემოსავლების ან დანახარჯების მიდგომას, ან მათ კომბინაციას.

რას მიიღებთ?

შეფასების ანგარიშს, რომელშიც მოცემულია ობიექტის აღწერა, შეფასების თარიღი და მიზანი, გამოყენებული მონაცემები, მიდგომები, სპეციალური დაშვებები და ღირებულების დასკვნა. დოკუმენტებზე დაფუძნებული შეფასებისას დათვალიერების შეზღუდვა ანგარიშში აისახება.

ფასი და შესრულების ვადა

დამოკიდებულია აქტივის ტიპსა და რაოდენობაზე, მდებარეობაზე, შეფასების მიზანსა და თარიღზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სამუშაოს მოცულობაზე. გამოგვიგზავნეთ მოკლე აღწერა და სასურველი დასრულების ვადა — შემოგთავაზებთ სამუშაოს პირობებს.