VALUERსაშემფასებლო კომპანიაENდაგვიკავშირდით577056022
მენიუ ☰
← ყველა სტატია

VALUER · სტატიები და რჩევები

შეფასება კომპანიებისთვის — როდის გჭირდებათ და როგორ მოემზადოთ

თუ კომპანიას შეფასება სჭირდება ფინანსური ანგარიშგებისთვის, აუდიტისთვის, გარიგებისთვის ან აქტივების გასაყიდად, სამუშაო იწყება შეფასების მიზნის, თარიღისა და ობიექტის დაზუსტებით. ქვემოთ მოცემულია, რა ინფორმაცია უნდა მოამზადოთ თითოეული დავალებისთვის.

აუდიტორი ძირითადი საშუალებების შეფასებას ითხოვს — საიდან დავიწყოთ?

მოითხოვეთ აუდიტორის წერილობითი მოთხოვნა და დააზუსტეთ, რომელი აქტივები უნდა შეფასდეს, რა თარიღის მდგომარეობით და რა ღირებულების განსაზღვრაა საჭირო. მოგვაწოდეთ ძირითადი საშუალებების რეესტრი და მიუთითეთ, სად მდებარეობს აქტივები და შესაძლებელია თუ არა მათი დათვალიერება. ამ ინფორმაციით განვსაზღვრავთ სამუშაოს მოცულობას.

უძრავი ქონების შეფასება

რა ინფორმაციაა საჭირო საწარმოო შენობების, დანადგარებისა და ავტომობილების შეფასებისთვის?

რეესტრში სასურველია ჩანდეს აქტივის დასახელება, საინვენტარო ნომერი, მდებარეობა, ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი და საბალანსო მონაცემები. შენობებისთვის დაურთეთ საკადასტრო კოდები და ხელმისაწვდომი გეგმები, დანადგარებისა და ავტომობილებისთვის კი მოდელი, გამოშვების წელი, ტექნიკური მდგომარეობა და ხელმისაწვდომი დოკუმენტები. თუ ინვოისი ან სხვა დოკუმენტი გაკლიათ, მოგვწერეთ, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ შევაფასოთ, საკმარისია თუ არა ის დავალებისთვის.

მოძრავი ქონების შეფასება

როგორ ფასდება კომპანია ან შპს-ში წილი?

ვაზუსტებთ შეფასების მიზანს, თარიღს, წილის ზომასა და მასთან დაკავშირებულ უფლებებს. საწყისი განხილვისთვის მოამზადეთ ბოლო წლების ფინანსური ანგარიშგება, საქმიანობის აღწერა, ინფორმაცია ვალდებულებებზე და პროგნოზები, თუ გაქვთ. შეფასების მიდგომას ვარჩევთ ბიზნესის თავისებურებებისა და ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით.

ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შეფასება

კომპანია შევიძინეთ და აუდიტორი PPA-ს ითხოვს — რას მოიცავს ეს სამუშაო?

ბიზნესის გაერთიანებისას PPA (შეძენის ფასის განაწილება) მოიცავს შეძენის თარიღისთვის იდენტიფიცირებადი აქტივებისა და აღებული ვალდებულებების შეფასებას IFRS 3-ის მიხედვით. დავალება შეიძლება მოიცავდეს ძირითად საშუალებებს, მარაგებსა და იდენტიფიცირებად არამატერიალურ აქტივებს. დასაწყისისთვის მოგვაწოდეთ შეძენის ხელშეკრულება, შეძენის თარიღის ბალანსი, აქტივების რეესტრი და შესაბამისი ხელშეკრულებები. თუ გარიგების კლასიფიკაცია ჯერ დასაზუსტებელია, ბუღალტრული აღრიცხვის მიდგომა აუდიტორთან შეათანხმეთ.

აუდიტორი გუდვილის გაუფასურების ტესტს ითხოვს — რა ინფორმაცია დაგვჭირდება?

დაგვჭირდება გუდვილის განაწილება ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულებზე (CGU), მათი საბალანსო ღირებულება, ისტორიული ფინანსური მონაცემები და ხელმძღვანელობის პროგნოზები. IAS 36-ის მიხედვით, ბიზნესის გაერთიანებისას შეძენილი გუდვილი ყოველწლიურად მოწმდება გაუფასურებაზე. შეფასების ფარგლებში განისაზღვრება შესაბამისი ერთეულის ან ერთეულთა ჯგუფის ანაზღაურებადი ღირებულება, რომელიც საბალანსო ღირებულებას ედარება.

რაზეა დამოკიდებული შეფასების ფასი და ვადა?

ფასი და ვადა დამოკიდებულია აქტივების ტიპსა და რაოდენობაზე, მდებარეობაზე, შეფასების მიზანსა და თარიღზე, დათვალიერების საჭიროებასა და მონაცემების ხელმისაწვდომობაზე. შეთავაზებისთვის მოგვწერეთ, რა გსურთ შეფასდეს, რა მიზნით, რომელი თარიღის მდგომარეობით და როდის გჭირდებათ ანგარიში. თუ გაქვთ აქტივების სია ან აუდიტორის მოთხოვნა, დაურთეთ წერილს.

სტანდარტები: IFRS 3 — ბიზნესის გაერთიანება და IAS 36 — აქტივების გაუფასურება.

მოგვწერეთ შეფასების შეთავაზებისთვის

← ყველა სტატია